თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
1790004676
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თავისი თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულებაში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა. ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებული სესხს საერთო ჯამში - 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.