„დაღუპულები სკოლის მოსწავლეები არიან...“ - თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

თერჯოლა

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო.

დაღუპულია მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა.

თერჯოლის მერი განცხადებით, ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

„დაღუპულია გოგონა, მამა და მათი 2 თანაკლასელი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან...“, - ამბობს თერჯოლის მერი. 

ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4  საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს  ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ნახეთ:

ჯარიმა 1000 ლარი იქნება - გაეცანით კიდევ ერთ სანქციას, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა

უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში - 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით, 30 წლის კაცია დაკავებული

რისი გაკეთება იკრძალება კატეგორიულად, დაკრძალვის დროს