გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ამერიკელმა სატირიკოსმა ჯორჯ კარლინმა, ეს საზეპიროდ სასწავლი ჭეშმარიტება, ცოლის სიკვდილის შემდეგ დაწერა. იმას, რაც 21-ე საუკუნის ადამიანებს გვჭირს, ამ ჭკუის სწავლებაში ნათლად დაინახავთ.
„ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები და დაბალი მოთმინების უნარი; ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა. ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა; ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ გვიხარია ცოტა. გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ ვითარების შეფასების ცუდი უნარი;
გვყავს ბევრი ექსპერტი, მაგრამ გვაქვს უფრო მეტი პრობლემა; გვაქვს საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა. ბევრს ვსვამთ, ბევრს ვეწევით, ვხარჯავთ უპასუხისმგებლოდ; ნაკლებს ვიცინით, ძალიან ჩქარა დავდივართ, ადვილად ვბრაზდებით, დასაძინებლად ვწვებით ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს და იშვიათად ვლოცულობთ.
გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევამცირეთ ფასეულობები. ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს. მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს გადავდივართ ქუჩაზე ახალი მეზობლის გასაცნობად. ვიპყრობთ კოსმოსურ სივრცეს, მაგრამ არა სულიერს. ვაკეთებთ მეტს, მაგრამ არა კარგ საქმეებს. ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს. დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა საკუთარი უარყოფითი მხარე. ვწერთ მეტს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომლებიც ინახავენ მეტ ინფორმაციას, მაგრამ ერთმანეთთან ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.
ეს სწრაფი კვების და ცუდი მონელების დროა, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების, ოჯახური შემოსავლის ზრდისა და განქორწინებების რიცხვის ზრდის დრო, მოკლე დისტანციების დრო, ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი და ერთღამიანი ურთიერთობების; ჭარბი წონისა და ტაბლეტების, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს: აღგვაგზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ; შევსებული ვიტრინებისა და ცარიელი საწყობების დრო; დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს მოხვდეს თქვენთან, ამავდროულად ნებას გაძლევთ გააზიაროთ ან უბრალოდ დააწვეთ „Delete"-ს.
დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენ გვერდით არ იქნებიან. დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით ახლობელი ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გულიდან გასცე, რაც არ ღირს არც ერთი თეთრი. დაიმახსოვრეთ და თქვით „მიყვარხარ", მაგრამ მაშინ, როცა მართლა გრძნობთ. კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუკი ეს გულიდან მოდის. დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ მომენტები, იმიტომ, რომ ერთ დღეს ის ადამიანი აღარ იქნება თქვენ გვერდით. იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო იმის გასააზრებლად, რის თქმაც გინდათ, რადგან ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემოციისგან სუნთქვაც კი გეკვრით!"
ასევე დაგაინტერესებთ: ,,ძლიერი გამოსხივების და სულიერების ადგილია..." - რას უკავშირებს უფოლოგი სტიქიებს და კატაკლიზმებს
ამ შთამბეჭდავი კადრის უკვდავყოფა, 12 წლის მარიამმა, პლასტელინით შეძლო
„თმაგაშლილს, თეთრი პერანგით გაწვენენ და...“ - 76 წლის დედა ნატალიას ისტორია