3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვეს.
შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.