პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ფერადი რევოლუციების მომზადების, დაორგანიზების და რეალიზაციის ორგანიზაციებად", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ALDE-სთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპული ალიანსი სანქციების გზით ცდილობს, სახელმწიფოებზე ზეწოლა მოახდინონ.
"ლიბერალური პოლიტიკური ტერორის ერთ-ერთი სახეა ეს, რომ რამენაირად სახელმწიფოზე, ადამიანებზე, დაუსაბუთებლად მოახდინონ ზეწოლა და დაუწესონ ათასგვარი სანქცია, იმიტომ, რომ თავისი ლეგიტიმური მიზნები არ გააჩნიათ. უკანონო მიზნები გააჩნიათ. ამ უკანონო მიზნების რეალიზაციას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ მხარდაჭერა არა აქვს მათ უკანონო მიზნებს, აქედან გამომდინარე ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ.
ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაცია აქციეს ფერადი რევოლუციების მომზადების, დაორგანიზების და რეალიზაციის ორგანიზაციებად. უკაცრავად და ALDE-ს რომელიმე ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციას ერთ დღეს მაინც თუ გააჩერებენ და ერთ დღეს მაინც თუ მისცემენ ხუთი კაპიკის თუ ხუთი თეთრის რეალიზაციის საშუალებას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.