როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!“, - წერს გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.