„ბიჭი ვნახე მეუღლის საფლავზე გაწოლილი. გარდაცვლილი მეგონა... რომ მივუახლოვდი, იწვა და ტიროდა... - სევდიანი ინტერვიუ სასაფლაოდან

სასაფლაო

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის ტკბილი სევდა", - საოცრად ამბობს გოდერძი ჩოხელი.

სიკვდილი, სიცოცხლე და სევდა მართლაც თავმოყრილია იქ, სადაც ჩემი დღევანდელი რესპონდენტი მუშაობს. მას ნანა ჰქვია, სასაფლაოების მომვლელია... ნანას არ ვიცნობ, ამიტომ თვალებით ვეძებ. ალბათ, ისაა, საფლავი გააპრიალა და ახლა ქარისგან გაფანტულ ყვითელ ფოთლებს გვის.

- უკაცრავად, საფლავების მომვლელი ხართ?

- უკვე 10 წელია აქ ვმუშაობ, ემოციური ფონი თითქმის გადავლახე, უფრო სწორად­, დაბლოკილი მაქვს. სიცოცხლე ბევრად ფასობს, აქაურობას რომ უყურებ.

- სასაფლაოზე როგორ აღმოჩნდით?

- ცხოვრებამ მომიყვანა. თავისუფალი გრაფიკი მჭირდებოდა, ჰოდა, მოვედი.

- ისე, რა პროფესიის ხართ?

- ქართული ენის სპეციალისტი, ფილოლოგი...

ყველაფერმა შეჩვევა იცისო, ამბობენ, მაგრამ ვერ მიეჩვევი იმას, რომ სხვისი ტკივილი არ გაიზიარო... სულის უკვდავების მჯერა, აქ ხედვები­ შემეცვალა... საფლავზე რომ გალობენ, იმდენად შემაძრწუნებელია, შესაძლოა მთელი დღე ემოციების ტყვეობას ვერ დააღწიო თავი. ყველაზე საშინელი ხმაა, მიწას რომ აყრიან, თავიდან იმდენად შემზარავი იყო, ყურებზე ხელს ვიფარებდი... ასეთი მომენტები ბევრ რაღაცაზე გაფიქრებს და ბევრ პრობლემას სულ სხვანაირად შევხედე. ვიღაც რომ უმნიშვნელო პრობლემებზე წუწუნებს, გეცინება... ვიღაც რომ უსამართლოდ გულს გტკენს, ესეც უმნიშვნელოდ გეჩვენება. ერთხელ ბიჭი ვნახე მეუღლის საფლავზე გაწოლილი. თავიდან გარდაცვლილი მეგონა. რომ მივუახლოვდი, იწვა და ტიროდა. როგორი სანახავია... ამის მნახველმა წვრილმან პრობლემებზე როგორ უნდა იწუწუნო... სრულად

ასევე ნახეთ:

„11 დღე იყო უგონოდ, სულ ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა...“ - საბედისწერო სიყვარული, რომელიც სიკვდილმაც ვერ გაანელა

ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წერილს უგზავნიდა

VIDEO: „დედასთან მინდა... დედა ცაშია...“ - 9 წლის ელენე ჩარკვიანის შესრულებამ მაყურებელი აატირა - გაიცანით პატარა მსახიობი

კახეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, მთიან რეგიონებში დღეს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი