VIDEO: „დედასთან მინდა... დედა ცაშია...“ - 9 წლის ელენე ჩარკვიანის შესრულებამ მაყურებელი აატირა - გაიცანით პატარა მსახიობი

9 წლის ელენე ჩარკვიანი

სერიალში "სიყვარულს მიღმა" ელენეს როლს 9 წლის ელენე ჩარკვიანი ასრულებს. ასაკისა და სამსახიობო გამოცდილების არქონის მიუხედავად, მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა სულაც არ უჭირს. შეუძლებელია, ეკრანს მიღმა გულგრილი დარჩე მისი სიხარულის, დარდის, ცრემლების მიმართ. 

ელენეს მონაწილეობით ერთ-ერთმა ეპიზოდმა მაყურებელი აატირა.

სერიალში პატარა გოგოს დედა გარდაეცვლება, სწორედ ეს ეპიზოდია, როცა მამა შვილს დედის ამბავს ამცნობს.

 

ელენესთან ინტერვიუ „ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ელენე, საოცარი გოგო ხარ. ასე დამაჯერებლად, პროფესიონალივით როგორ თამაშობ?

- დიდი მადლობა! თავადაც არ ვიცი, როგორ ვთამაშობ. ეს მეც მაინტერესებს. ამ შეკითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ, მაგრამ პასუხი არ ვიცი. 

- ახლა გადაღება გქონდა. გადაღების შემდეგ რა განცდა გაქვს ხოლმე?

- ხან გახარებული ვარ, ხან - სევდიანი, გააჩნია, რა გადავიღეთ, როგორი სცენა მაქვს ნათამაშები.

- როლში როგორ შედიხარ, ამაში რა გეხმარება?

- არ ვიცი, ტექსტს რომ ვკითხულობ, მერე ეს ბუნებრივად ხდება. მგონი, როლში შესვლაზე მეტად, როლიდან გამოსვლა მიჭირს.

- საკუთარ თავს ეკრანზე რომ ხედავ, როგორი განცდა გაქვს?

- მიხარია. გააჩნია, ჩემი პერსონაჟი რა მდგომარეობაშია. ზოგიერთ შემთხვევაში მაქვს განცდა, რომ რაღაც წინადადება კარგად ვერ ვთქვი, ზოგან მოძრაობა არ მომწონს, ზოგიერთ შემთხვევაში მომწონს.

- რას გვეტყვი ანკა ვასაძესა და თაზო გახარიაზე - მსახიობებზე, რომლებიც შენი მშობლების როლებს თამაშობენ, ისინი შენთვის როგორი პარტნიორები არიან?

- ვაიმე!.. ორივე ძალიან მიყვარს, სულ მეფერებიან და მიხარია, რომ ჩემი "მშობლები" არიან. ჩემი "ბებიაც" (მსახიობი ქეთი გეგეშიძე) ძალიან მიყვარს, სულ ცდილობს, გამართოს.

- გადაღების პროცესში ყველაზე რთული რა არის?

- ტირილი. ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა.

- მერე ეს სირთულე როგორ დასძლიე?

- ამ დროს წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ გავირტყამ...

- ძალიან საყვარელი ხარ!

- (იცინის)...