1733169705
ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ
ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინაბეტონის ველობილიკი.
საპროექტო ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, რაც ჯამში, 6 000 გრძივ მეტრს შეადგენს.
განახლებული ველობილიკი კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას. პროექტის დასრულება დაგეგმილია ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით, შეიზღუდება ველოგადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ველომოყვარულებსა და ბაღის ვიზიტორებს შექმნილი დისკომფორტისთვის. პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“-თან.