ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
31 აგვისტოს 82 წლის გახდებოდა მსახიობი მედეა ბიბილეიშვილი. ნაადრევად, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა;
საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება 1976 წელს მიენიჭა;
გადაღებულია კინოფილმებში: "ერთი მოთხრობის ფინალი" (1963), "ჩემი ქალაქის ვარსკვლავი" (ოლოლი, 1970), "ანარეკლი" (ზანდა, 1974)
თამაშობდა სოხუმის, რუსთავის და მარჯანიშვილის თეატრებში;
ტელე სახე და შოუმენი, გია ჯაჯანიძე ასე იხსენებს მსახიობს;
"თბილისში რომ ჩამოვედი, პირველად მედეამ წამიყვანა დიდუბის ეკლესიაში, ორშაბათი დღე იყო. მითხრა: ამ ტაძრის დღე ორშაბათია, ყოველ ორშაბათს მოდი აქ და სანთელი დაანთე, მთელი სიცოცხლე დაცული იქნებიო.
წლების შემდეგ სამთავროს მონასტერში წამიყვანა, მამა გაბრიელი მაჩვენა, ახლოს იცნობდა.
მამა გაბრიელი და ჩვენი შეხვედრა. ამ სასწაულზე ოდესმე მოვყვები.
ბევრი რამ მაკავშირებს ამ საოცარ ქალბატონთან. უკეთილესი, სათნო, ღვთისნიერი, სანდო, დახვეწილი, გემოვნებიანი, განათლებული, ღირსეული და ნიჭიერი, ასეთი იყო ის.
არასოდეს არ მავიწყდები.
ბევრი რამ ვისწავლე შენგან.
გილოცავ. მიყვარხარ, მედეა.
როგორც ყოველთვის, 31 აგვისტოს, დღესაც წავალ დიდუბის ეკლესიაში, მივალ ღვთისმშობლის იმ ხატთან, რომელთანაც პირველად მიმიყვანე" - წერს გია.
ასევე დაგაინტერესებთ:
საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა