"თემურის გარდაცვალების შემდეგ, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ…" - რას გვიმხელს მაკა მახარაძე ნანი ჩიქვინიძესთან ურთიერთობაზე

maka

ნანი ჩიქვინიძე 74 წლის გახდა; საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მხარჩამოვარდნილია და როგორც მასზე "პრაიმტაიმთან" მაკა მახარაძე ამბობს, ჯერჯერობით, ძალზე უჭირს თემურის გარეშე ცხოვრების გაგრძელება;

მაკამ და ნანიმ ერთმანეთი გაცილებით ადრე გაიცნეს, ვიდრე თემურმა თავისი ცოლი; ეს იყო "ჩვენი ეზოს" გადასაღებ მოედანზე, სადაც პატარა გოგონები ეზოში თამაშობენ;

მაკა მახარაძე: საოცარია დამთხვევა, მე და ნანი "ჩვენ ეზოში" გადაგვიღეს, გავიდა წლები და მერე, როცა ის ჩემი რძალი გახდა, ვხუმრობდი, ფილმში მანქანაში რომ ვჭორაობთ, საქმეს ვაწყობდი-მეთქი;

მე შვიდი წლის ვიყავი, ნანი - რვის, იმ დროს უკვე მეგა ვარსკვლავი იყო - "მაგდანას ლურჯაშიც" ნათამაშები ჰქონდა და "სხვის შვილებშიც"; დიდი პატივი იყო ჩემთვის ნანისთან ერთად თამაში;

მახსოვს, მშობლების აღტაცება, როდესაც პატარა ნანის თამაშს უყურებდნენ, მართლაც, მისი ყურება არ მოგბეზრდება; საოცრად თამაშობდა, ჩარლი ჩაპლინი ხარ-მეთქი, ვეუბნებოდი; უნიკალური მსახიობია, რად უნდა ქება-დიდება;

გუშინ მეუბნებოდა, ბავშვობას რომ ვიგონებ, ჩემი მშობლები მახსენდებაო; ბედმა გამიღიმა, რომ ბავშვობაში კინოში მოვხვდი, იმდენად პატარა ვიყავი, ფრაგმენტულად მახსოვს გადაღებების პერიოდიო; "ჩვენი ეზოს" გადაღება არც მე მახსოვს, ვიცი, რომ ყველა გვეფერებოდა; 

გაუგებარი მიზეზების გამო კინოში ნაკლებად იყო დაკავებული, თეატრით კი თავიდან ბოლომდე იყო შეპყრობილი; მისი საოცარი კარიერით ტილოები აქვს შექმნილი; განცდის მსახიობია, იუმორისაც; ისეთი იუმორის პატრონი იყო მისი ქმარი…

ნანი უნიკალური ცოლი იყო, ადამიანმა უნდა ინატროს ასეთი მეუღლე; სულ გვერდით ჰყავდა თემურს, კომფორტს უქმნიდა; თემურის მხრიდანაც ნალოლიავები და ნაფერები იყო; 

დღევანდელი დღე განსაკუთრებულად უჭირს; ისე დაგეგმავდა თემური ნანის დაბადების დღეს, ამ დღეს მის გვერდით უნდა ყოფილიყო, ან ჩამოვიდოდა, ან თუკი თავს ვერ დაიძვრენდა სამსახურიდან, ნანის წაიყვანდა; 31 აგვისტოს სულ ერთად იყვნენ;

უნიკალური ურთიერთობა ჰქონდათ, მართლა გეუბნებით, ნანისნაირი მეუღლე იშვიათია, მაგალითად, მე, ცოლად ვერ გამოვდექი…

ნანისთვის განსაკუთრებით ძნელია თემურის გარეშე ყოფნა; ხალხში თავს ძალიან იკავებს, რომ სისუსტე არ გამოავლინოს და ცრემლი არ დაანახოს ვინმეს; 

არადა, არც ერთს არ გვესიზმრება; ან წამიერად ვხედავთ რომ ან გაიარა, ან ზის, ან ზურგით ვხედავთ; 

მე და ნანი სულ ახლოს ვიყავით, ერთნაირი ხასიათი გვაქვს, ერთმანეთს ვგავართ, ორივე დამთმობები ვართ; ახლა, თემურის წასვლის შემდეგ, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ დები ვართ; სულიერი სიახლოვე მაქვს ნანისთან, გვიყვარს ერთმანეთი, მინდა ამოისუნთქოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს, ამ ტკივილით ცხოვრება უნდა ისწავლოს;

ასეთი კარგი გოგო გვყავს, მაგრამ დაგვეჩაგრა, თუმცა ყველა დავიჩაგრეთ…

ახლა წეროვანში ერთად ვართ,ჩვენს აგარაკზე და წუხელ, ღამის თორმეტ საათზე დავანთეთ კოცონი, შემოვუსხედით და მივულოცეთ იუბილარს; კარგი იყო…

ასევე დაგაინტერესებთ: 

"მედეას ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ეს ისეთი რელიქვიაა, ჩემ ყელზე მის გაკეთებას როგორ გავბედავ..." - ქალი, რომელსაც მედეა ჩახავა გასტროლებიდან წერილებს წერდა

საოცარი ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მთელი მსოფლიოდან ბარათებს უგზავნიდა

"ვერაფერს ვჭამდი, ტკივილები მქონდა; 130 კილოდან 60-მდე ჩამოვედი" - რატომ გახდა მედეა ლორთქიფანიძე