„მე გაძლევთ დავალებას...“ - პატრიარქის მიმართვა ვრცელდება
1756927524
ბლოგერი სალი წვერავას დედა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამასთან დაკავშირებით, სალიმ სოციალურ ქსელში ემოციური კადრები გაავრცელა ⇓
View this post on Instagram
„არ მჯერა, რომ ეს დღე დადგა! სასწაულები ხდება!! ჩვენ, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ სიკვდილზე! ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ მიჭირს, ჩემს სიტყვებს და ემოციებს თავი მოვუყარო. რამდენჯერ გამივლია ეს დერეფანი ცრემლიანს, შეშინებულს, დაბნეულს, დაძაბულს, ძალა დაკარგულს… ახლა კი დიდი იმედით და ბედნიერი ემოციებით დავტოვეთ კლინიკა!
ყველას უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვისაც წვლილი მიგიძღვით ჩვენს ბედნიერებაში. მთელი გულით გისურვებთ ასიათასობით დაგიბრუნდეთ ყველა სიკეთის მარცვალი. წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს, მაგრამ, გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!“, - წერს ბლოგერი.