ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო საუბარი ექნება
1756917412
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მანამდე კაციამ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.