,,გამ­თე­ნი­ას დაიღუპა, პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ტო­ვა…“ - ვინ არის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა

ფირცხალაიშვილი

წარმოშობით ლანჩხუთელი ექიმი-დერმატოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ექიმი მშობიარობას გადაჰყვა.

რო­გორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წე­რენ, ნი­ნოს ორი შვი­ლი დარ­ჩა. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ნინომ გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ მომავალ შვილს მოუთმენლად ელოდებოდა. 

„ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა. 41 კვირა . გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში.“ - დაწერა ახალგაზრდა ქალმა 2 დღის წინ.

ნინოს შესახებ ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. 

„ჩვენო თვალებციმციმა გოგო, ეს რატომ მოხდა ჩვენს თავს. სულის სიმწარე ხარ ჩვენი. ყველა გელოდა სასიხარულო ამბით, შენი პატარას მოვლენას მთელი კუთხე სულმოუთქმნლად ველოდით. დადუმდა ჩვენი კუთხე და სოფელი, ჩვენი სითბოს და სიყვარულის მანათობელი იყავი ნინიკო. ყველასთან უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს ასხივებდი. ნეტავ მწარე ტყუილი ყოფილიყო. მუდამ ცოცხალი იქნები ჩვენს გულებში, ჩვენო თვალებციმცია გოგო” – წერს სოციალურ ქსელში ანუკი კალაძე.

“არა! აღარ შე­მიძ­ლია!… ჩემი გი­ორ­გის ჯგუ­ფე­ლი ნინო ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ექი­მი დერ­მა­ტო­ლოგ-ვე­ნე­რო­ლო­გი აღა­რაა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ყვე­ლა ჯგუ­ფელ­ზე დე­და­სა­ვით ზრუ­ნავ­და. დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა ჩემს „სუ­ლელ“ შვილს, რო­მე­ლიც ძმა­სა­ვით უყ­ვარ­და, ჭირ­დე­ბო­და (ვერ იტან­და სას­მელს): “მაო, მეტი არ და­ლიო”, “მაოს ცივი სა­ფე­ნე­ბი შუბ­ლზე”… ნი­ნი­კომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი შექ­მნა სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. გამ­თე­ნი­ას მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა; პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ტო­ვა… მე­ო­რედ გახ­ლე­ჩი­ლი გუ­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, მის ჯგუ­ფე­ლებს, რომ­ლებ­მაც ჯერ გი­ორ­გის წას­ვლაც კი ვერ მო­ი­ნე­ლეს და ახლა ეს სა­ში­ნე­ლი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდათ თავს. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, ყვე­ლა მის ახ­ლო­ბელს და ვუ­სამ­ძიმ­რებ სა­კუ­თარ თავს. ამ პოსტს მხო­ლოდ იმი­ტომ ვდებ ჩემო მე­გობ­რე­ბო, რომ ულა­მა­ზე­სი ნი­ნი­კოს ულა­მა­ზეს სულს ნა­თე­ლი თქვენ უსურ­ვოთ, ხოლო მის შვილს ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო, სა­სა­ხე­ლო ქალ­ბა­ტო­ნი გაზ­რდი­ლი­ყოს!“ – წერს ნინო გელ­დი­აშ­ვი­ლი.