თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
სამშაბათს, გვიან ღამით, ბიტრიტო-ბარის გზაზე, სან ნიკოლას სტადიონთან ახლოს ავარია მოხდა. ქართველი ემიგრანტი მანქანის შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაღუპული, 40 წლის ქართველი ქალია, რომელიც სავარაუდოდ, ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ მისი გარდაცვალების დადასტურება შეეძლო.
მედიის ცნობით, მძღოლმა სასწრაფოში თავად დარეკა. მისი მანქანა და მობილური ტელეფონი ტექნიკურად შემოწმდა. ტესტმა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ქალის ცხედარი ბარის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზას უტარებენ.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
რა ბიზნესებს ფლობს შორენა ბეგაშვილი
1772220617