„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
„პრაიმ ჰაუსი“ ნელ-ნელა ფინალისკენ მიიწევს. გუშინ პროექტი კიდევ ერთმა მონაწილე, თეონა კოჭლამაზაშვილმა დატოვა.
თითქმის, ყველაზე მშვიდი მონაწილე ყველაზე ხმაურიან საქმეში გაეხვა - მისი სახელი დაკავშირებულია სასიყვარულო სამკუთხედთან და ფარულ შეხვედრებთან.
თეოსა და ავთოს წყვილი მათი გულშემატკივრებისთვის აქტუალობას არც ახლა კარგავს და მუდმივად აინტერესებთ ამბები, რა ხდება ამ ორ ადამიანს შორის.
პროექტის დატოვების შემდეგ ქორეოგრაფი თეონა კოჭლამაზაშვილი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
თეონა კოჭლამაზაშვილი: თავისუფლებას დავუბრუნდი. იქ ყოფნის დროს ყველაზე მეტად ჩემიანები მენატრებოდნენ. მაშინ ტელეფონი მენატრებოდა, ახლა სულ ჩემთანაა, განსაკუთრებულად არაფერი.
- ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
- გული არაფერზე მწყდება. ბოლო პერიოდში გავაქტიურდი და ეს ხალხმაც დაინახა. რაც მინდოდა გამოჩენილიყო, გამოჩნდა. ორმაგად და ასმაგად შემეძლო, ჩემი აქტიური მხარე დამენახებინა, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ რაიმე საკითხში პასიხუი ვყოფილიყავი.
- რა იყო ხელშემშლელი ფაქტორი?
- ადამიანებს ახლოს არ ვუშვებ. როდესაც 13 ადამიანთან გიწევს ცხოვრება, ისეთებთან, რომლებსაც არ იცნობ რეალურად, ბოლომდე ვერავისთან გაიხსნები. იმის გამო, რომ აქტიური გამოვჩენილიყავი, ხელოვნურად, სპეციალურად გამეკეთებინა და რაღაც სცენები დამედგა, ეგეთი ტიპი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები. დინებას მივყვებოდი, სიტუაციებიდან გამოდმინარე ისე ვიქცეოდი, როგორც სწორად მიმაჩნდა. აქამდე სუფთად, ყველანაირი ჩხუბებისა და კამათების გარეშე მოვედი.
- ვინმეზე ხარ ნაწყენი?
- კი, სალომეზე ძალიან ნაწყენი ვარ. აქ დასამალი არაფერია. მე მას მართლა მეგობრად მივიჩნევდი. რომ მეკითხებოდნენ, ვისთან ერთად წარმოგიდგენია ფინალში ყოფნაო, ყველგფან მას ვასახელებდი. როცა თავის ინფორმაციას მე მიზიარებდა, რაღაც კითხვა ჰქონდა და აინტერესებდა რას ვუპასუხებდი, ჩემს აზრს ვუფიქსირებდი, მხარს ვუჭერდი ნებისმიერ საკითხში, როგორც თავად მე მიჭერდა.. თუმცა, ბოლოს ისე შემოტრიალდა ყველაფერი, რომ აღმოჩნდა, მისთვის მეგობარი არ ვყოფილვარ და ჩემთვის ეს ძალიან საწყენი იყო.. გადაცემებშიც გამოჩნდა, ცემს ზურგს უკან რას ლაპარაკობდა. მეგობრები ეგრე არ იქცევიან, თუ ნამდვილი მეგობარი ხარ, მოდი ჩემთან, პირში მითხარი. თუ მეგობრობაა, მეგობრობა იყოს.. თუ თამაშია და თამაშის მეგობრობაა, ამ შემთხვევაში, გასაგებია რატომ გააკეთა ეს ყველაფერი, რაც საწყენია ნამდვილად.
- გუშინ ლაივის დროს ისე ჩანდა, რომ თითქოს, თავი კარგად ვერ დაიცავი..
- მე ჩემი თავის დაცვა შემეძლო, უფრო მეტადაც და შემეძლო, იმაზე მეტი მეთქვა, ვიდრე დანარჩენები ამბობდნენ, მაგრამ მე იმ დონეზე არ დავეშვებოდი, რომ ვინმე რამის გამო გამეწირა. ადამიანის იერსახეს არავის და არაფრის გამო არ დავკარგავ.
- ვინ უგულშემატკივრებს თეო, ვინ არის გამარჯვების ღირსი?
- განსაკუთრებით არავის ვგულშემატკივრობ. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ გიორგი გაიმარჯვებს და მას დავასახელებ ამ შემთხვევაში. ვინაიდან და რადგანაც, ყველაზე კარგი მოთამაშე ისაა, გამარჯვებას იმსახურებს.
- დაგიკავშირდა თუ არა ავთანდილი მას შემდეგ, რაც პროექტი დატოვე?
- დამიკავშირდა, დამამშვიდა და დამაწყნარა, რომ არ მენერვიულა მას შემდეგ, რაც გარეთ აღმოვჩნდი. არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვეულებრივი საუბრები გვაქვს, ისიც იშვიათად, სულ ესაა. ამ ეტაპზე, არ არის მოსალოდნელი რომ რამე განვითარდეს ჩვენს შორის.
- სამომავლო გეგმები
- ამ ზაფხულს დასვენებას არ ვეგმავ, მინდა რომ ვიმუშაო. სექტემბრიდან პირადი სტუდია მინდა მქონდეს, რომ ახლა როგორც ვარ, რომელიმე სტუდიასთან არ ვიყო შეერთებული. ჩემი პირადი საქმე, ქორეოგრაფიის მხირვ მინდა უფრო წინ წამოვწიო.
პროექტში ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ, თავიანთი მიზნებისჯენ როგორი გზაც აქვთ არჩეული, იმ გზაზე გაუმარჯოთ.