1760793040
ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები

19 ოქტომბერს, ქსელში გადართვების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, ლოლაძის, ძეგლევის, 17 შინდისელი გმირის, ორბელების, შანდორ პეტეფის, ჩაჩუას, კაკაბეთის, ოსიპ მანდელშტამის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.