„მადლობა, გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების გუნდს... თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება“ - მოქალაქე

მაშველები თოვლში

ხულოს მუნიციპალიტეტში, მეხანძრე მაშველებმა და ექიმებმა, ადგილობრივ ხასან ჩოგაძეს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.

დიდთოვლობის მიუხედავად, სწრაფი რეაგირების გამო, ინგა შავაძე ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურსა და ადგილობრივ მედპერსონალს მადლობას უხდის და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მადლობა იმდენად უმნიშვნელოა დღევანდელი გადარჩენილი სიცოცხლისთვის... მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ხულოს სახანძრო სამაშველოს უფროსს ბატონ ლევან დეკანაძეს და მის გმირ ბიჭებს. თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება... მადლობა და უდიდესი მადლიერება ექიმებს, შორენა ბოლქვაძეს და ირაკლი სურმანიძეს. თქვენ ჩვენი იმედი ხართ. დროულად გამოწვდილი ხელისთვის ჩვენი ოჯახის მადლიერება... თქვენი დახმარებით მრავალსულიან ოჯახს აჩუქეთ სიცოცხლის გაგრძელება. მადლობა გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების და მედპერსონალის გუნდს. ახლა კარგადაა მეგობრებო“, - წერს ინგა შავაძე სოციალურ ქსელში.