1739948125
ამ პერიოდში არ გამოვრიცხავ მაღალი რანგის მქონე ქალის გარდაცვალებას...- ასტროლოგი

ამერიკაში მყოფი ქართველი ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი სოციალურ ქსელში გამომწერებს უახლოესი პერდიოდის ასტროლოგიურ პროგნოზზე ინფორმაციას უზიარებს.
„20 თებერვლიდან, კარმის ლორდი Saturn ,რომელიც ტრანზიტშია თევზებში - კარმის სახლში, იქნება “Heliacal setting” ფაზაში 27 აპრილამდე... ანუ პლანეტა არის გარდაცვლილი... განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფილტვებს. მიიღეთ იმაზე მეტი სითხე, ვიდრე იღებთ და კვირაში ერთხელ მაინც (სასურველია შაბათობით) გაიწმინდეთ ორგანიზმი.ონკოლოგიურმა პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცით უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი ორგანიზმში...გარდაცვლილი პლანეტა ბრაზიანია... შესაბამისად მოერიდეთ ზედმეტ კონფლიქტს, რადგან შეიძლება იმაზე მეტად გართულდეს სიტუაცია, ვიდრე ელოდებოდით...ასევე შეიძლება მოხდეს კონფლიქტი ან გამომჟღავნდეს რაიმე სკანდალი სასულიერო პირებთან ან ეკლესიასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ მაღალი რანგის სასულიერო პირის გარდაცვალებას...ასევე, ამ პერიოდში არ გამოვრიცხავ მაღალი რანგის მქონე ქალის გარდაცვალებას...სამაგიეროდ Heliacal setting კარგია უძრავი ქონების დაბალ ფასში შესაძენად. გამოიყენეთ ეს შანსი და აქტიურად ეძებეთ მიწა ან სახლი/ბინა, რადგან ფორტუნა თქვენს მხარეზეა...“ - წერს ასტროლოგი.