VIDEO: რას ჰყვება ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებული შაქრო კალაშოვი

კალაშოვი

ციხიდან გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ზახარ (შაქრო) კალაშოვი იზოლატორის დატოვების წინ რუსმა გამომძიებელმა ფორმალურად გამოკითხა, რისი ამსახველი ვიდეოც რუსულ სააგენტოებზე გავრცელდა.

 

 

ჩანაწერში კალაშოვი ყვება, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა, კერძოდ მას აქვს გლაუკომა და უჭირს მხედველობა.

კალაშოვი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მას დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით 10 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხეში 8 წელი მოიხადა.