კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1727971792
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო, მის ქმარს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.
ბრალდებული კლინიკაშია. მამაკაცმა ცოლისთვის ჭრილობების მიყენების შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა. კავლელაშვილს დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.
პალატაში გაიმართება სასამართლო პროცესი და იქ მივლენ მოსამართლეც, ბრალმდებელიც და ადვოკატიც. პროცესი 13 საათზე დაიწყება. უფლებადამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასთან ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია.
პროკურატურა კავლელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.