ცნობილია, ვინ არის ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა

ირაკლი დარბაიძე

გუშინ, გვიან ღამით ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცზე, ჯგუფურად, რამდენიმე პირმა იძალადა. მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.

 მოკლული ახალგაზრდა ირაკლი დარბაიძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე, დაკავებულა სამი პირი.

გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.