ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი სიმდიდრისთვისაა გაჩენილი: ვინ და როგორ გახდება მილიონერი
1739111401
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან „ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.