რუსეთის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობის ვადა 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა

ალსუ კურმაშოვა

რუსეთის სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, ალსუ კურმაშოვას წინასწარი პატიმრობის ვადა 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა.

ჟურნალისტს, რომელსაც რუსულ-ამერიკული მოქალაქეობა აქვს, მოსკოვი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევაში და რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებაში ადანაშაულებს. ჟურნალისტი რუსეთში გასული წლის 20 მაისს ჩავიდა, ქვეყნის დატოვების მცდელობისას კი დააკავეს და პასპორტი ჩამოართვეს.

კურმაშოვას ბრალად წარუდგინეს უცხოელ აგენტად რეგისტირებაზე უარის თქმა. აღნიშნული მუხლი კი, რუსეთში ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. „რადიო თავისუფლება“ ჟურნალისტის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.