ქმარმა ცოლი დაჭრა - რა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტში

ამერიკის პოლიცია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა.

„მოზაიკას“ ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს ჭრილობა თავის არეში მიაყენა.

„არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლი დანით დაჭრა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ვიცი ოპეაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა“, – უყვებიან ადგილობრივ სააგენტოს.

ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.