პოლონეთში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ქურდობა პოლონეთში

პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

39 წლის ქართველი კაცის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება.

მათივე ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. იგი სწორედ ამ დროს, სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.

დაკავებული ვროცლავის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლონეთის სასაზღვრო სამსახური არ აკონკრეტებს მოხდა თუ არა მისი ექსტრადირება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია, პასუხი უნდა ვაგოო...“ - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვინ არის კაცი, რომლის შემოქმედება უკვე 28 წელია პეკინის ქუჩაზე გამვლელების ყურადღებას იქცევს

სალომე ღვინიაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „ჩემი ბავშვობის ბოლო მოგონებებიც ქრება. სახეზე სევდიანი ღიმილი მაქვს...“