1738263955
დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლი დაახრჩო და მისი სხეულის ნაწილები მოხარშა (უცხოეთი)
სამხრეთ ინდოეთში მამაკაცმა ცოლი მოკლა და მისი სხეულის ნაწილები მოხარშა. პოლიციამ კაცი უკვე დააკავა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი არმიის ყოფილი თანამშრომელია. მერტიმ სავარაუდო, აღიარა მკვლელობა.
გამოძიების დროს პოლიციამ ამოიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ქალი 15 იანვარს მიდიოდა სახლში. მას შემდეგ, სახლიდან გამოსული ქალი აღარ უნახავთ. ეს გახდა კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ პოლიციას ეჭვი მის ქმარზე მიეტანა.
ქალი 18 იანვრის შემდეგ აღარავის უნახავს. პოლიციაში საჩივარი მოკლულის დედამ შეიტანა, რომელიც ამბობდა, რომ მისი შვილი დაიკარგა. ამის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი დაკითხა, რა დროსაც, მან ცოლის მკვლელობა აღიარა.
16 იანვარს, დილით წყვილს შორის ჩხუბი მოხდა, სწორედ ამ დროს დაახრჩო კაცმა თავისი ცოლი. როდესაც იგი მიხვდა, რომ ქალი ცოცხალი აღარ იყო, კვალის დაფარვის მიზნით, ქალის კიდურების დანაწევრება და მოხარშა.
პოლიცია ამტკიცებს, რომ კაცმა რვა საათი დახარჯა მტკიცებულებების განადგურებაში. იგი ყველაფრის განადგურებას ცდილობდა, მათ შორის ძვლებისაც, რომელიც „ფხვნილად აქცია.“
მერტი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.