პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრა

შსს

პოლიციამ ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.