მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ისინი ითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

"მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მოსამართლე ჯინჯოლიამ მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება და პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ხელმეორე პატიმრობა შეუფარდა. ეს არამხოლოდ დაუსაბუთებელი და შეკვეთილი გადაწყვეტილებაა, არამედ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.

შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და მე -9 მუხლთან მიმართებაში, რომ მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება არღვევს პირის თავისუფლების კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებასა და არღვევს პირის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ღირსები უფლებას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.