კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ამ 9 თვის განმავლობაში იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის.დიდი განსაცდელი, დიდი გამოცდაა რა, მართლა. მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამი“,- წერს ანო მაისურაძე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა. ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ამჟამად მსახიობი გერმანიაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ჰყავთ, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.