„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ლეგენდარული დიეგო მარადონას „გაუფრთხილებლობით მკვლელობაში“ ბრალდებული რვა ექიმის სასამართლო 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტში გადაიტანეს, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN-ი.
ქალაქ სან ისიდროს სასამართლომ დააკმაყოფილა რვიდან სამი ბრალდებულის თხოვნა პროცესის მეორედ გადადების შესახებ. შედეგად, პროცესის დასაწყისი დაგეგმილია 11 მარტს, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
დიეგო მარადონა 2020 წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის უკმარისობის გამო.
ფეხბურთელის სიკვდილში ბრალდებულებს შორის არიან მისი ნეიროქირურგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ექთნები, რომლებსაც რვიდან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.