ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
დანაშაული ხშირად დაუსჯელი არ რჩება. თუმცა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სანამ მტკიცებულებით არ გამყარდება ბრალდება, პირს დამნაშავეს ვერ უწოდებს.
ბოლო წლებში ბრალდებულის სტატუსი საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ ადამიანს მიენიჭა. ეს ბევრისთვის დაუჯერებელიც კი, აღმოჩნდა. თუმცა, ბევრი გულშემატკივარი მათ კრიტიკოსადაც იქცა.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ საქმეებს, რომელშიც ბრალდებულები შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.
ლევან ჯიბღაშვილი - მსახიობი
2019 წლის 22 აპრილს მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 22 აპრილს გაათავისუფლეს.
სასამართლო სხდომაზე მან უფალს „მადლობა გადაუხადა განსაცდელისთვის“, საზოგადოებას და ოჯახს კი, ბოდიში მოუხადა. წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხებოდა.
დაახლოებით ერთ წლის წინ კი, მსახიობს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის თანახმადაც, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რის ოდენობასაც ადვოკატმა არ დააკონკრეტა.
„ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული.ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, - განაცხადა ადვოკატმა.
ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე
ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
სასამართლომ ორივე პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს კი – 5.
2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.
2019 წელს ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო.
მომღერალი კაბუ
2018 წლის 18 აპრილს ევროპაში კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 34 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ იყო.
მან საფრანგეთის ციხე 2019 წლის 2 აპრილს დატოვა.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ახალი ბრალდების პარალელურად, სააპელაციო სასამართლოში გიორგანაშვილის ადვოკატმა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ მსახიობი პატიმრობაში დატოვა.
2021 წლის 31 მაისს კი, ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო.
„საქართველოს გენერალური პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დასდო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა კახიძემ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსახიობი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე უკვე მსჯავდებულია. მას 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.