ოჯახი, რომელმაც საკუთარი დიეტა გამოიგონა, რის შემდეგაც ყველამ დაიკლო - ნახეთ რაში იყო დიეტის საიდუმლო

ოჯახი

დიდ ბრიტანეთში, უელსში, ოჯახმა საკუთარი დიეტა გამოიგონა, რის შემდეგაც ოჯახის თითოეულმა წევრმა დაიკლო.

63 წლის ემა სკრივენერმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეადგინა გეგმა, რომელიც, მისი თქმით ადვილი შესასრულებელია. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

როგორც ემა ამბობს, მან დიეტის დაწყება ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების შემდეგ გადაწყვიტა. 

„ჩემი არტერიული წნევა იყო ძალიან მაღალი და მქონდა ზურგის პრობლემები და ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, სანამ ეს ყველაფერი გაუარესდებოდა. ასევე, ჩვენ შვებულებაში ვიყავით და როდესაც საცურაო კოსტუმში დავინახეთ ერთმანეთი, მივხვდით, რომ წონაში მოვიმატეთ“,- განუცხადა მან Daily Express-ს.

ემა სკრივენერი წონაში კლების შემდეგ

ოჯახის მიერ შექმნილი კვების რაციონი ცნობილია როგორც DA დიეტა და ის მოიცავს ისეთ კერძებსაც, როგორიცაა შოკოლადი, ჩიფსები ან ბრაუნი. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პორციების კონტროლს.

მისი გეგმა „კარგად დაბალანსებულია“ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორი რაოდენობით.

ემას დაახლოებით 10 თვე დასჭირდა, რათა სასურველ წონამდე მიეღწია. ამ დროის განმავლობაში მან 63 კილომდე დაიკლო მენოპაუზის დროს.

ემას მეუღლე 

რაც შეეხება მის მეუღლეს, ტონიმ ხუთ თვეში 20 კილო დაიკლო, მისმა ქალიშვილმა ქეითიმ სამ თვეში 12 კილო მოიშორა, ხოლო ქეითის ქმარმა ხუთ თვეში 31 კილოს დაკლება შეძლო.

ემა აღიარებს, რომ წონის დაკლების შემდეგ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და ჯანმრთელობის პრობლემები და ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს.

ოჯახმა წონაში კლების შემდეგ DA ჯგუფიც შექმნა. ისინი სოციალური ქსელის დახმარებით სხვებს უწევენ მენტორობას და წონის კლებაში ეხმარებიან. 

DA დიეტის გეგმის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე: 

 

ასევე ნახეთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები ომიკრონზე