რუსეთის პრეზიდენტის განცხადება
1732273413
ვარსკვლავური ექვსეულის ახალი თოქშოუს - "ღამის პრაიმთაიმის" შესახებ დაწერილ ნიუსს, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბუნებრივია, ასეც იქნებოდა. სიახლეს ხომ კრიტიკით ვხვდებით ხოლმე ქართველები.
მოკლედ, სამშაბათობით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, ღამის ეთერს დაიკავებს მეგათოქშოუ სახელწოდებით "ღამის პრაიმთაიმი". მისი წამყვანები კი იქნებიან: ავთანდილ ცქვიტინიძე, ზურა ხაჩიძე, ანა ჩირაძე, ნიკოლოზ ხაჩიძე, ბაჩო კოლელიშვილი და ნინო ჩხეიძე. კი მაგრამ ვინ არის ნიკოლოზ ხაჩიძე - ბევრჯერ იკითხეს კომენტარებში.
ნიკოლოზ ხაჩიძეს მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 17 წლიდან მუშაობს რადიოსა და ტელევიზიაში. აქვს პრესაში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი. იყო თოქშოუ "პროფილის" პროდიუსერი, "მარაოზე" "უხერხული კითხვების" წამყვანი. ამჟამად "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა "სხვა კითხვები". როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, რეზონანსით კმაყოფილია.
რაც შეეხება მეგა თქოშოუს წაყვანის შესახებ შეთავაზებას, ის პირდაპირ არხის მმართველისგან, თაკო ფხაკაძისგან მიიღო და ამ ექვსეულში ერთ-ერთი პირველია, რომელიც თავიდანვე მოიაზრებოდა გადაცემაში.
მოხარულია და ახალ გამოწვევას შემართული იღებს.
ნიკოლოზ ხაჩიძე: - თაკო ფხაკაძემ პირდაპირ შემომთავაზა, რომ ამ თოქშოუს წამყვანი უნდა ვყოფილიყავი. რეაქცია ის მქონდა, რომ მივიღე როგორც სიახლე და გამოწვევა. ჩემი თავის მიმართ კრიტიკული ვარ ხოლმე, თუმცა ამ გამოწვევაზე სიამოვნებით წავედი.
თოქშოუს ფორმატი ჩემთვის სიახლეა და თან საინტერესო სიახლე. ვინც არ მიცნობდა და ინტერესდება, თუ ვინ არის მეექვსე თანაწამყვანი, ახლა გამიცნობს.
რაც შეეხება ჩემს თანაწამყვანებს - ზურას, ნინოს და ავთოს წლებია ვიცნობ, ბაჩო და ანა, ასე ახლოს, ახლა გავიცანი და ძალიან საინტერესო ადამიანები აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე შორიდან მქონდა წარმოდგენა შექმნილი. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ეს ძალიან მომწონს, თოქშოუს თავიანთ ფერებს შემატებენ.
ველოდები პირველ ჩაწერას და მაინტერესებს, როგორი გამოვა. იმედია, ჩვენი მეგაპროექტი იქნება განსხვავებული, ზოგჯერ მწვავე, თემის მიხედვით. ყოველ შემთხვევაში, მე სურვილი მაქვს, რომ სამშაბათს საღამოს "ღამის პრაიმთაიმს" დაელოდოს მაყურებელი და აქტუალური თემების გარშემო გამართული დისკუსია მოისმინოს, მეტი ინფორმაცია მიიღოს და ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ცნობილი ადამიანების პოზიციები გაიგოს.