„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
„ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღალატი არის გოიმი, პროვინციელზე უარესი, ეს არის პროვინციალიზმი“ - ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ განაცხადა.
„ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღალატი არის გოიმი, პროვინციელზე უარესი, ეს არის პროვინციალიზმი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ გადაცემაში ნოდარ დუმბაძის გენიალურ ნათქვამს: ნამდვილი არისტოკრატი იყო ბაბუაჩემიო, რომელიც სოფლიდან არ გამოსულა და ფეხზე დგებოდა, როდესაც 5 წლის ბავშვი გადმოადგამდა ჭიშკარზე ფეხსო“, - ამბობს რეჟისორი.
წამყვანის კითხვაზე, „თბილისი ჩამოსულებს იტანს?“ რეჟისორი ასე პასუხობს.
„ვერ იტანს, 20-იან წლებში, როდესაც აქ ჭარბობდა სომხური მოსახლეობა, აღრეული იყო. მთელი სოლოლაკი ვიცით, რომ სომხების და გერმანელების აშენებულია. თბილისი ამით იყო არაჩვეულებრივი დავით აღმაშენებლის დროიდან, რომ იყო მულტინაციონალური ქალაქი. მხოლოდ თბილისში შეიძლებოდა დაბადებულიყო სერგო ფარაჯანოვი. ჩვენ ჩავიდინეთ ისეთი დანაშაული, დავკარგეთ სერგო ფარაჯანოვი. მას დავაბრალეთ: სომეხი, რატომ უნდა იღებდეს ფილმს „შუშანიკს“. შუშანიკი წარმოშობით სომეხი არ იყო?“, - თქვა ქეთი დოლიძემ.