დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი-ს საქმეზე სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა გიორგი რიჟამაძემ ჩვენება მისცა.
რიჟამაძის განცხადებით, 2025 წლის 28 ნოემბერს, მორიგეობის დროს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში შეჭრილი პირის დაკავებისას მან და მისმა კოლეგებმა წინააღმდეგობა შეხვდნენ. მისი თქმით, ადგილზე იგრძნობოდა ბენზინის მძაფრი სუნი, ბრალდებულს კი თან ჰქონდა სანთებელა, ბოთლი და იარაღი.
მანდატურის თანამშრომლის თქმით, დაკავების პროცესში ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდათ და წინააღმდეგობის გაწევისას ფიზიკურადაც გაუსწორდა.
„გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი“, — განაცხადა გიორგი რიჟამაძემ სასამართლო პროცესზე.
მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა, ხოლო დაშავებული მანდატური საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.