გავრცელდა თორნიკე რიჟვაძის წერილის სრული შინაარსი - „პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს“
1751873683
გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. გამოძიება მას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყებამ განზრახ მკვლელობის მუხლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არიდების მიზნით არ წარუდგინა. უფლებადამცველი ასევე განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა იძულებით მოგერიებას.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ბრალდებულმა ადვოკატთან ისაუბრა, გარდაცვლილი და მისი მეგობარი მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ და მუდმივად ემუქრებოდნენ.