დაკავებულია 2 პირი - შსს განცხადებას ავრცელებს

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ორი მოინაწილე დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
 
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.