1693080603
უამინდობის გამო, სტამბოლის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა

Uzbekistan Airways-მა გამოაცხადა რამდენიმე რეისის გაუქმება ტაშკენტი – სტამბოლის მარშრუტზე.
ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო, გაუქმდა 20-21 და 21-22 თებერვლისთვის დაგეგმილი რეისები HY281-282.
რეისების გაუქმების გადაწყვეტილება, 18 თებერვალს, სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო და მეტეოროლოგიური საავიაციო საკოორდინაციო კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეს.
ამ რეისების მგზავრები გადამისამართდებიან ალტერნატიულ რეისებზე HY271-272 და HY273-274, რომლებიც იმავე თარიღებში დღის განმავლობაში სრულდება.