1693080603
ზელენსკის მიერ ტრამპის დადანაშაულება დეზინფორმაციაში კონტრპროდუქტიულია - მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დონალდ ტრამპის დადანაშაულება დეზინფორმაციაში კონტრპროდუქტიულია.
„როცა ხედავ, თუ როგორ ადანაშაულებს ის პრეზიდენტს დეზინფორმაციაში, ეს უაღრესად კონტრპროდუქტიულია. პრეზიდენტი ტრამპი ამას არ მოითმენს. ის თავს არ მოატყუებინებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ზელენსკი არ მოატყუებს შეერთებულ შტატებს, ეს არაპროდუქტიულია“, - თქვა რუბიომ.
რუბიომ აგრეთვე გაიხსენა საუბარი ზელენსკისთან იშვიათი წიაღისეული ლითონების მოპოვების შესახებ. „ჩვენ ზელენსკისთან წიაღისეულის მოპოვებას განვიხილავდით და ვუთხარით, რომ ერთობლივი საწარმოს შექმნა გვსურს“, - აღნიშნა რუბიომ.
თუმცა, ამ საუბრის შემდეგ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, ზელენსკიმ ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა.
ცნობისთვის, ზელენსკიმ 19 თებერვალს განაცხადა, რომ ტრამპი დეზინფორმაციაში ცხოვრობს.