ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ნკ

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს. დაკავებულების საცხოვრებლების ჩხრეკისას ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის დროშა და წიგნები, რომელთაგან ერთს, ლათინური ასოებით, "ჯიჰადი" აწერია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 328-ე მუხლით მიმდინარეობს.