როგორ მოვიქცეთ, თუ უძრავი ქონება გავაქირავეთ და არაკეთილსინდისიერი დამქირავებელი არ ტოვებს ფართს

გაქირავება

თუ გააქირავეთ თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ბინა, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი) და არ გიხდიან ქირას, არც ათავისუფლებენ ქირავნობის ობიექტს, ეს საკუთრების უფლების დარღვევა გახლავთ. თუ დამქირავებელი შეთანხმებაზეც არ მოდის, თქვენ გაქვთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. მიმართეთ სასამართლოს ნივთის უკანონო ფლობისგან გამოთავისუფლებაზე. ასევე შეგიძლიათ, მოითხოვოთ და ასევე მოითხოვოთ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც თქვენ მოგადგათ. 

უირისტი გვირჩევს, რომ დავა მოლაპარაკების გზით გადაწყვიტოთ - ეს ყველაზე იოლი გზაა. როცა დავა მოლაპარაკების გზით ვერ წყდება, მაშინ უკვე სასამართლოს უნდა მიმართოთ. ბინის მესაკუთრეებმა წერილობითი ხელშეკრულება უნდა გააფორმონ და დამქირავებლის მიერ მათ ბინაში შეტანილი ნივთები გამოიყენონ როგორც თანხის გადახდის საშუალება: დავუშვათ, დამქირავებელმა ტელევიზორი შეიძინა, ბინაში კომპიუტერი ან რაღაც ძვირფასი ნივთი შეიტანა; მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს, რომ ნებისმიერი ნივთი მესაკუთრის მფლობელობაში გადავა, თუ მდგმური ქირას არ გადაუხდის. გარდა ამისა, კარგი იქნება, თავიდან ერთ-თვიანი კონტრაქტი გააფორმოთ და როცა ეს თვე გავა, არაკეთილსინდისიერი მდგმურის გამოსახლებაში უკვე შეიძლება პატრულიც ჩაერთოს. კანონი იმასაც გვკარნახობს, რომ მეპატრონეს შეუძლია, წინასწარ გადაახდევინოს 3 თვის ქირა - ეს მას დააზღვევს, რომ არ დაზარალდეს. როცა დარწმუნდებით, რომ ბინა კეთილსინდისიერ ადამიანებს მიაქირავეთ, მერე ისეთ ხელშეკრულებას გააფორმებთ, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევთ.

ყურადსაღებია, რომ მესაკუთრე თავის ბინაში კარგა ხნის განმავლობაში ვერ შევა, რადგან იქ დამქირავებელი ცხოვრობს და მას გარკვეული უფლებები აქვს ამ ბინაზე. ის ქირას არ იხდის, მაგრამ წერილობითი კონტრაქტის არარსებობის გამო, მესაკუთრეს უჭირს დამტკიცება, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევა. მესაკუთრე კარგა ხანს ვერ შევა ამ ბინაში, საკუთრების უფლებას არ დაკარგავს, უბრალოდ, დამქირავებლის ბინიდან გამოყვანა და სასამართლოში ჩივილი სერიოზული ხარჯი დაუჯდება.