პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, მათთვის ვისაც ბინის ქირის კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს.
პოსტიდან ვიგებთ, რომ გამოვიდა კანონი, რომლის თანახმადაც ქ. ბარიში მცხოვრებლებზე გაიცემა ყოველწლიური ბონუსი. ამჯერად, საუბარია 2020 წლის ბინის ქირის გადასახადზე.
თუ პირს სურს, რომ მიიღოს აღნიშნული ბონუსი ანუ სახელმწიფომ აუნაზღაუროს 2020 წლის განმავლობაში გადახდილი ქირის საფასური, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
პირველ რიგში, მთავარია ბინის კონტრაქტი შემოსავლების სამსახურში, ანუ Agenzia delle entrate-ში იყოს დარეგისტრირებული და მეორე, პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველწლიური დეკლარაცია შევსებული, ე.წ. 7 30.
თუ აღნიშნული საბუთი, ანუ 7 30 არ გაქვთ, როგორც ფიქრია კუჭუხიძე აღნიშნავს, შესაძლებელია გაკეთდეს მეორე ტიპის დეკლარაცია Modello Unico.
ასევე, აუცილებელია დოკუმენტურად ანუ ქვითრებით ან გადარიცხვის ამონაწერით დაადასტუროთ ქირის ყოველთვიური გადასახადი.
იგივე კანონი ვრცელდება თუ არა სხვა ქალაქებზეც, ამის შესახებ ადგილობრივ მერიაში უნდა იკითხოთ.