ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი - გარდაცვლილს მეუღლე და შვილი დარჩა

მებრძოლი

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლის, გიორგი გრიგოლიას ოჯახმა, მომხდარის შესახებ დღეს შეიტყო.

მათი ინფორმაციით, გიორგი 3 დღის წინ დაიღუპა დონეცკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს.

მათივე თქმით, ის 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღიდან თურქეთში გაუშვა.

უკრაინაში ამ დრომდე რჩება გიორგი გრიგოლიას მამა, რომელიც ნიკოლაევში იმყოფება, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ცდილობს სხვა და სხვა გზებით შვილის ცხედართან ჩაღწევას. ოჯახმა უკვე მიმართა საელჩოებს ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარების თხოვნით. გრიგოლიების სახლი აბაშაში, თავისუფლების ქუჩაზე წლებია დაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 როგორია მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა ამ წუთებში? - ექიმი კომენტარს აკეთებს

👉 VIDEO: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს - „შევეცადეთ, არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია...“ - რას წერს ექიმი ლაშა ტალახაძეზე

👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“

👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა

👉 ასტროლოგი ასახელებს 4 დღეს, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ