ასტროლოგი ასახელებს 4 დღეს, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის სასიკეთო ტენდენციებზე საუბრობს და ერთგულ მსმენელებს გეომაგნიტური დღეების შესახებ აფრთხილებს.

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, წყალქვეშა დინებების რაოდენობა ცოტა ძლიერდება, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მთლიანობაში, ცუდი პერიოდი არ არის. მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, რომელიც აქამდე 3 კვირა უკუმავალი იყო და ხელს უშლიდა ახალი იდეალების რეალიზაციას, კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს, ახლა პირიქით, გასწორდა მისი მოძრაობა, დირექტული გახდა. ეს ხელს უწყობს ახალი იდეების რეალიზაციას, მეტ მოლაპარაკებას, ურთიერთგაგებას, მეტ მოგზაურობას.

თუ აქამდე სატრანსპორტო ან კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემები, ახლა ყველაფერი გამართულად იმუშავებს. სასიკეთო ტენდენციები, უდაოდ, გვაქვს. მაგრამ რადგან დედამიწამ ცოტა ნულოვანი ზონის დაბლა გადაინაცვლა, წყალქვეშა დინებებს მიაქციეთ ყურადღება, ეს კოსმიური გამოცდებია თითოეული ჩვენგანისთვის.

გავითვალისწინოთ, რომ 7,8 ივნისს და შემდეგ 11,12 ივნისს ეს ოთხი დღე გეომაგნიტურია. იცით თქვენ, ეს რას ნიშნავს: როდესაც წნევის ცვალებადობამ შეიძლება იჩინოს თავი, რაც უნდა ვაკონტროლოთ.“ - აცხადებს ცაგარელი „იმედის დილაში“.