პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე "პრაიმტაიმს", მომღერალ მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, ახლა მერაბ სეფაშვილი თავს უკეთ გრძნობს, ექიმებს მისი გამოჯანმრთელების იმედი აქვთ. მედიკოსი ამბობს, რომ სეფსისი პნევმონიამ გამოიწვია.
"ახლა, მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა უკეთესია. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. სეფსისი პნევმონიამ გამოიწვია, გართულებული იყო, როცა მერაბი კლინიკაში შემოვიდა, თუმცა ახლა, უკეთაა." - ამბობს ლალი ტურძელაძე.
მერაბ სეფაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, გუშინ, 5 ივნისს გადაიყვანეს. როგორც ლევან რატიანმა განმარტა, პაციენტი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას შესაბამისი მკურნალობა გაეწია.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“
👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა