უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყების დღიდან 31 250 რუსი ჯარისკაცია მოკლული

რუსეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 31 250 რუსი ჯარისკაცია მოკლული.

შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1386 ტანკი, 3400 ჯავშანტექნიკა, 690 საარტილერიო სისტემა, 207 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 96 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 211 საბრძოლო თვითმფრინავი, 176 ვერტმფრენი, 551 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2395 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 53 ერთეული სპეციალური ტექნიკა.