პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
1732805477
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.
გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
„ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძლებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.