წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია. იმისთვის, რომ მოძრაობა არ შეფერხდეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. საჭიროების მიხედვით, იყრება ტექნიკური მარილი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე და გზა, სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება.
გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული მაღალმთიან რეგიონებში.