ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
თითქმის 3 საათს გაგრძელდა საქალაქო სასამართლოში ნინო ლომჯარიას გამოკითხვა - ყოფილი სახალხო დამცველი და ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირის" დამფუძნებელი გამოძიების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, დახურულ კარს მიღმა პასუხობდა.
საუბარია გამოძიებაზე, რომელიც არჩევნებს ეხება და რომელიც პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.
საქმის პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ წარდგენილი დოკუმენტები იყო ან უკვე სიუჟეტებში გასული მასალა, ან ბრიფინგებზე და განცხადებებზე. პროკურორის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები უკვე გამოძიების შესწავლის საგანს წარმოადგენს.
"ნამდვილად წარმოადგინა მოწმემ გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ, ძირითადად, ეს იყო ის საჩივრები, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ შეტანილი არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში. ასევე მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეო მასალა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტები, და ასევე - სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმის" ვებგვერდზე ასახული ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების შესწავლის საგანს.
საარჩევნო დარღვევებთან, ბრიფინგებთან გაკეთებული განცხადებები, ინფორმაციები დასათაურებული არის ამ გვერდზე, კონკრეტული ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც უკვე შესწავლის საგანი არის გამოძიების.
დღევანდელ სხდომაზე მოწმემ განაცხადა თავისი ზოგადი შეფასებები. ის, ძირითადად, წარმოადგენდა ირიბ მოწმეს, რომელიც საუბრობდა სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე", - აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ნინო ლომჯარიამაც. "კონკრეტულად კითხვები იყო, თუ ვიცით, ვინ არიან ეს კონკრეტული ადამიანები, სახელები და გვარები, დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას სხვის ნაცვლად", - აღნიშნა მან.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039